spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის საკითხის განსახილველად, ჯო ბაიდენი 25 მარტს პოლონეთში ჩავა

უკრაინის საკითხის განსახილველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს პოლონეთში ჩავა და პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება.

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში მას შემდეგ გაემგზავრება, რაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან, დიდი შვიდეულის წევრებთან და ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს.

 

“პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები