spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის სასამართლომ ნიკიტა მიხალკოვის დაკავების ორდერი გასცა

უკრაინის პროკურატურამ სასამართლოსგან რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის დაკავების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიკტოვა წერს.

 

“ოფიციალურად გაცნობებთ, რომ უკრაინის დამოუკიდებელმა, სუვერენულმა, სამართლიანმა სასამართლომ უკრაინელ პროკურორებს ნება დართო თქვენ დაგაკავონ უკრაინის სასამართლოში მისაყვანად, როგორც ეჭვმიტანილისთვის აღკვეთის ზომის შესაფარდებლად“, – წერს ვენედიკტოვა.

 

მისივე ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურა მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით ოფიციალურ პროცედურას იწყებს.

 

რუსი რეჟისორის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Firina.venediktova.31%2Fposts%2F5274457635900462&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”787″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები