უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩონგარის ხიდს დღეს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმა წარმატებული იყო.
ჩონგარზე ეს პირველი თავდასხმა არ არის. 22 ივნისს ჩონგარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებები გაისმა. ოკუპანტებმა თავდასხმაში უკრაინის არმია დაადანაშაულეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზის საფარი, თუმცა არავინ დაშავებულა. ოფიციალური პირების განცხადებით, ხიდი ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპანტებისთვის ლოგისტიკის თვალსაზრისით.