spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

კიევი: აზოვის ზღვაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, – ამის შესახებ გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა.

 

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღე  უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.

 

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 23 უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები