spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის შსს მიიჩნევს, რომ დაზვერვის პოლკოვნიკის მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს თანამშრომლის მაქსიმ შაპოვალის მკვლელობის ძირითად ვერსიად მისი სამსახურებრივი საქმიანობა განიხილება და სავარაუდოდ, ეს რუსული სპეცმსახურების მიერაა ორგანიზებული. 

 

ამის შესახებ Front News-ს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განუცხადა. 

 

“ის ბევრ რამეს აკეთებდა, უკრაინის ინტერესების დასაცავად მოვალეობების დიდი წრე ჰქონდა, ამიტომ მივიჩნევთ, რომ ეს შურისძიება და ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული უკრაინის მოქალაქეების შესაძლო გამოყენებით, რომლებიც გადაიბირეს. ეს ისეთივე შემთხვევაა, როგორიც ჩემზე თავდასხმა იყო. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს რიგითი მკვლელობა არ არის. ძირითადი ვერსია მისი სამსახურებრივი საქმიანობაა”, – განაცხადა გერაშენკომ.

 

27 ივნისს კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალი დაიღუპა. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. გენპროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად მთავარ სამხედრო პროკურატურას გადაუგზავნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები