spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსულ ჯარს “სიურპრიზს” პირდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ საზღვარგარეთიდან იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც რუსეთის ჯარისთვის „სიურპრიზი“ იქნება.

 

მისი თქმით, უკვე შესულია 20 000-ზე მეტი განცხადება უცხოელი მოხალისეებისგან, რომლებიც მზად არიან ჩავიდნენ უკრაინაში რუსებთან საბრძოლველად.

 

“იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე კომენტარს არ გავაკეთებ – ეს დელიკატური მომენტია. დაე, მტერი სიურპრიზს ელოდეს. იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა. სხვა საკითხებთან ერთად, ბოლო 3 დღის განმავლობაში უკვე უკრაინაშია, ან გზაშია, ან შეთანხმებულია 50 000-ზე მეტი ჩაფხუტი და ჯავშანილეტი“, – აცხადებს რეზნიკოვი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები