spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

 

სახალხო დეპუტატის იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

 

რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკულმა მდგომარეობამ და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობამ. ამიტომ, პარლამენტმა მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დიმიტრი ლუბინეცს მიეცა სააკაშვილის მონახულების საშუალება.

 

უმაღლესმა რადამ ასევე მიმართა ზურაბიშვილს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით.

 

გარდა ამისა, რადამ მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ, “დაადასტურონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მნიშვნელობა“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები