spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინულმა ავიაციამ კურსკის ოლქში კიდევ ერთი ხიდი გაანადგურა

უკრაინულმა ავიაციამ კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე უკვე მეორე ხიდი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

მისი თქმით, საჰაერო ძალები აგრძელებენ მტრის ლოგისტიკური შესაძლებლობების განადგურებას ზუსტი საჰაერო დარტყმებით, რაც დიდ გავლენას მოახდენს მტერზე, რადგან ართმევს მას ლოგისტიკურ შესაძლებლობებს.

“კიდევ ერთხელ, მადლობა პილოტებს მათი პროფესიონალიზმისა და შედეგებისთვის, საბოლოოდ – გამარჯვებამდე”, – წერს ოლეშჩუკი.

16 აგვისტოს უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის ოლქში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა და გლუშკოვოს რაიონის 30-მდე დასახლება გარე სამყაროს მოწყდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები