spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკვე მე-11 – უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთში კიდევ ერთი რუსული სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდეს. თებერვალში ეს უკვე მეთერთმეტეა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჰაერო ძალების მეთაურის ნიკოლაი ოლეშჩუკი წერს.

 

მისი თქმით, დღეს 29 თებერვალია – თარიღი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მოდის, მაგრამ რუსებისთვის უკვე ჩვეული დღეა მორიგი თვითმფრინავის დაკარგვით.

 

უკრაინის სამხედროების მიერ დღეს განადგურებული სუ-34 თვითმფრინავი გახდა მეთერთმეტე თვითმფრინავი, რომელიც ოკუპანტებმა 17 თებერვლის შემდეგ დაკარგეს. სწორედ ამ დღეს გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი – ორი სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი და სუ-35 გამანადგურებელი. ისინი ასევე ჩამოაგდეს აღმოსავლეთ ფრონტზე.

 

27 და 26 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა კიდე ორი სუ-34 გაანადგურეს.

 

23 თებერვალს, თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 თვითმფრინავი. ეს იყო მეორე A-50, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ გაანადგურეს.

 

21 თებერვალს უკრაინელებმა სუ-34 ჩამოაგდეს, ორი რუსული თვითმფრინავი 19 თებერვალს გაანადგურეს, ერთი კი – 18 თებერვალს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები