უმანში, ჩერკასის ოლქში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ოკუპანტებმა ღამით, ჩერკასის რაიონში, უმანზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამ დროისთვის უკვე ცნობილია 7 დაღუპულის და 9 დაშავებულის შესახებ.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ უკრაინა არ დაუშვებს, ოკუპანტები პასუხისმგებლობას გაექცნენ.