უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში ნაყოფიერი იყო.
დელეგაციებს შორის შეხვედრა დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა.
“ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. დისკუსია იყო ნაყოფიერი და ფოკუსირებული. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები, მათ შორის ენერგეტიკა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ეს მიზანი რეალობად ვაქციოთ“, – წერს უმეროვი.