28 ოქტომბრის მდგომარეობით, დონეცკის ოლქში, ავდეევკაზე თავდასხმის დროს რუსმა ტერორისტებმა დაახლოებით 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს და პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბრის დროს, უმეროვმა ამერიკელ კოლეგას ბრძოლის ველიდან განახლებული ინფორმაცია გაუზიარა.
“ინფორმაცია მივაწოდე ავდეევკას რაიონში მტრის დანაკარგების შესახებ – ამ მონაცემებით ეს არის დაახლოებით 4 ათასი ჯარისკაცი“, – აღნიშნა უმეროვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პენტაგონის ხელმძღვანელს ეფექტური თანამშრომლობის გაგრძელებისა და ქვეყნის საარტილერიო საბრძოლო მასალით მომარაგებისთვის;
ამასთან, როგორც როგორც პენტაგონის პრესსამსახური წერს, მხარეებმა რამშტაინის ფორმატში მოახლოებული შეხვედრის საკითხიც განიხილეს.