spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უმეროვი – განცხადებები კურსკში “ათასობით ალყაში მოქცეული უკრაინელი ჯარისკაცის” შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება

კურსკის ოლქში არც ერთი უკრაინული დანაყოფი ალყაში არ არის, სამხედროებმა უკან დაიხიეს თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Fox News-თან განაცხადა.

წამყვანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ჰკითხა კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ და შეიძლება თუ არა ეს რეგიონი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების თემად იქცეს.

უმეროვმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს და აკონტროლებენ მტრის მნიშვნელოვან ტერიტორიას.

მისივე თქმით, ძალების შესანარჩუნებლად, სარდლობამ განახორციელა მებრძოლების დაგეგმილი გადანაწილება უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე.

“ამჟამად არც ერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში და განცხადებები “ათასობით ალყაში მოქცეული ჯარისკაცის” შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რუსებმა მსგავსი ინფორმაცია გასულ წელს BRICS-ის სამიტზე გაავრცელეს, მაგრამ მაშინ ეს არ დადასტურდა. ასე რომ, ეს არის პროპაგანდის გაგრძელება”, – განაცხადა უმეროვმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციას მტრის ფლანგებზე შეტევითი მოქმედებებით, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები