spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უმეროვი – შეიქმნას საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მექანიზმი

უკრაინა გამოდის ინიციატივით, დაიწყოს საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნა უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის მექანიზმის შემუშავებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

 

“შევთავაზე შეიქმნას საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი თავდაცვის მინისტრებისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ რუსეთის ჯარების გაყვანის მექანიზმი“, – განაცხადა მინისტრმა.

 

უმეროვის თქმით, უკრაინის სამშვიდობო ფორმულა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შემოგვთავაზა, უკვე აერთიანებს მსოფლიოს 83 ქვეყანას.

 

დღეს დავოსში გამართულ ფორუმზე უმეროვმა სამშვიდობო ფორმულის მე-6 პუნქტი წარადგინა: “რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან“.

 

“შეუძლებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების და ტერორისტული ორგანიზაციების სრული გაყვანისა და განიარაღების გარეშე“, – განმარტა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები