spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უნგრეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა. რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ნოვაკი უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინას ეწვევა. 

 

უნგრული მედიის ინფორმაციით, ნოვაკი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრება.

 

უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

 

როგორც “როიტერი“ წერს, ნოვაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები