ბევრ ჩვენგანს სმენია, თითქოს დასავლეთს სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი ან გააკეთოს რაიმე საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ეკონომიკის დასაზიანებლად, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე. ეს, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ მოითხოვა, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, როგორც სატრანზიტო პუნქტი ბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ტვირთისთვის.
“ბევრ ჩვენგანს სმენია, თითქოს დასავლეთს სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი ან გააკეთოს რაიმე საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ეკონომიკის დასაზიანებლად, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე. ეს, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს.
ეს არ არის ის, რაც ჩვენ ვითხოვეთ. ის, რაც ჩვენ – გაერთიანებულმა სამეფომ მოვითხოვეთ, არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, როგორც სატრანზიტო პუნქტი ბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ტვირთისთვის.
როდესაც უამრავი სატვირთო მანქანა გადის თქვენს ტერიტორიაზე და მართალია, თან აქვს დაშვებული საქონელი, თქვენ მაინც დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ გზაზე არ ხვდება უკანონო საქონელი“, – განაცხადა გარეტ უორდმა.