spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უორდი – საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია, სხვა არჩევანი არის ავტოკრატია

მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია, მხარს უჭერენ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

“ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მათ შორის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

შესაბამისად, მინისტრმა ასევე შეზღუდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის, მშვიდობის ფონდის დაფინანსებას. ასევე ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის მშენებლობაში.

ასევე შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას, უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში. ანგარიშვალდებულება აუცილებელია. 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველის მიხედვით უმეტესობას აღენიშნება ცემის ნიშნები, უნდა ჩატარდეს სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ.

მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია, მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია. სხვა არჩევანი არის ავტოკრატია, ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიის”, – განაცხადა ელჩმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები