აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში, – ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
რაღაც მომენტში, იმედი, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები“, – წერს ტრამპი.