spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“უფლებები საქართველო” აფგან მუხთარლის საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და სოსო გოგაშვილის გამოკითხვას მოითხოვს

დღეს, “უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ინტერესებს იცავს, გენერალურ პროკურს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატი ითხოვს სასწრაფოდ მოხდეს იმ გარემოებების გამოძიება და მოწმეების გამოკითხვა, რომელთა შესახებაც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა. 

 

კერძოდ, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 2022 წლის 26 ივლისს განაცხადა, რომ  ჟურნალისტი აფგან მუხთარლი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით „სუს-ის ზონდერებმა“ გაიტაცეს, ხოლო სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაანადგურა. 

 

გოგაშვილის მიერ გახმაურებული ინფორმაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დაზარალებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ საჯაროდ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, გოგაშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. 

 

შესაბამისად, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა გენერალური პროკურორის სახელზე წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საქმის ეფექტიანი გამოძიება, მოწმის (სოსო გოგაშვილის) უსაფრთხოების დაცვა, ასევე გოგაშვილის და მის მიერ დასახელებული, მუხთარლის საქმესთან კავშირში მყოფი პირების გამოკითხვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები