spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“უფრო უპრიანი ხომ არ არის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ”

დეპუტატი დავით ზილფიმიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების შეცვლაზე საუბრობს. 

ამის შესახებ ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ, იმიტომ, რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია", – განაცხადა ზილფიმიანმა.

მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და უთხრა, რომ უკვე მესამე მოსმენაა და ცვლილებების შეტანა ვერ მოხდება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები