spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ურსულა ფონ დერ ლაიენი – არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

“ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენ ერთმანეთს მნიშვნელოვან მომენტში შევხვდით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის“, – წერს ლაიენი.

შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი.

“მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული გზის დაჩქარების საკითხზე. ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს, როდესაც ისინი 26 ოქტომბერს თავიანთ ევროპულ მომავალს გამოაცხადებენ“, – წერს ზურაბიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები