spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ უნდა გავხდეთ რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელი

ევროკავშირმა მიმდინარე წელს რუსულ ბუნებრივ აირზე თავისი დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებისა და 2030 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმის გეგმა გამოაცხადა.

 

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, რუსული ბუნებრივი აირისგან თავის დაღწევის მცდელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაქციაა.

 

გეგმა რამდენიმე ნაბიჯს ასახავს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების ნებართვების დაჩქარება და მზის პანელების დამატება და ენერგოეფექტური გაუმჯობესებები სახლებსა და შენობებში.

 

“ჩვენ უნდა გავხდეთ რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელი. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვენდოთ იმ მწარმოებელს, რომელიც დაუფარავად გვემუქრება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა შევასუსტოთ ენერგოფასებზე გავლენა, მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მოწოდება მომავალი ზამთრისთვის და დავაჩქაროთ სუფთა ენერგიაზე გადასვლა. 

 

რაც უფრო სწრაფად გადავალთ განახლებად რესურსებსა და წყალბადზე, ასევე ენერგოეფექტურობაზე, მით უფრო მალე ვიქნებით ნამდვილად დამოუკიდებლები და გავაუმჯობესებთ ჩვენს ენერგეტიკის სისტემას. ვერსალში ევროპელ ლიდერებთან ერთად კომისიის იდეებს ამ კვირის ბოლოს განვიხილავ და ამის შემდგომ მათ დაუყოვნებლივ განხორციელებაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 

 

აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები