ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
“ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.