სვანეთში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულთან, უშგულის გზაზე გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობისა და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა გადმოხტომა მოასწრო.
ორივე გარდაცვლილის ცხედარი სამაშველო სამსახურებმა უკვე იპოვეს.