Front News-მა 31 წლის ავსტრალიის მოქალაქის ცხედრის პოვნის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.
ქალის შიშველი ცხედარი მთაწმინდაზე, ერთ-ერთ ბილიკზე იპოვეს, ის ფოთლებით და ხის ნაჭერით იყო დამალული.
ცხედარი ორმა პოლიციელმა და ერთ-ერთმა მოხალისემ იპოვა. ძებნაში მოხალისეებიც იყვნენ ჩართული.
შანე ბრუკის ცხედარს ვიზუალურად დაზიანების კვალი არ ეტყობა, თუმცა სავარაუდოდ, ის გააუპატიურეს და შემდეგ გაგუდეს.
ავსტრალიის მოქალაქე, რომელის საქართველოში წელიწადნახევარი ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა. ის გუშინ გაუჩინარდა. შანე ბრუკი ბოლოს აშშ-ში მეგობარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც ისმოდა მისი სიტყვები -“ხელი გამიშვი, მომშორდი”, შემდეგ კი კავშირი გაწყდა.