spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი კოლეგა მოსამართლეებს სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი კოლეგა მოსამართლეებს სოლიდარობას უცხადებენ.

 

როგორც მოსამართლეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილი განუზომელია ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ მის სწაფვაში.

 

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგა მოსამართლეებს, რომლებმაც გამოხატეს საკუთარი პოზიცია მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2021 წლის 4 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. 

 

ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსამართლის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია თავისუფლად და საჯაროდ.

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილი განუზომელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ მის სწაფვაში. ისინი მუდამ მხარში უდგანან საქართველოს მოქალაქეებს სწორედ იმ ღირებულებების განხორციელებაში, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ბუნებრივ მისწრაფებას სამართლიანობისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა  და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ, რითაც ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი”, – აღნიშნულია ნინო ბაქაქურისა და ეკატერინე გასიტაშვილის განცხადებაში.

 

ამ დროისთვის 16 მოსამართლე იმ კოლეგების წერილს ემიჯნება, რომელიც 4 ნოემბერს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა:

 

უზენაესი სასამართლო:

1. ნინო ბაქაქური;

2. ეკატერინე გასიტაშვილი;

 

სააპელაციო სასამართლო:

3. ქეთევან მესხიშვილი – თბილისის აპელაცია

4. შოთა გეწაძე – თბილისის აპელაცია;

5. გელა ბადრიაშვილი – თბილისის აპელაცია;

 

რაიონული/საქალაქო სასამართლოები:

6. ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო

7. ზაზა მარტიაშვილი – თბილისის საქალაქო;

8. თამარ ხაჟომია – თბილისის საქალაქო;

9. გიორგი ებანოიძე – თბილისის საქალაქო;

10. ხათუნა ჯინორია – თბილისის საქალაქო;

11. მადონა მაისურაძე – რუსთავის საქალაქო;

12. ციცინო კიკვაძე – ქუთაისის საქალაქო;

13. ლევან დარბაიძე – გორის რაიონული;

14. ნინო გერგაული – გორის რაიონული;

15. ბადრი ნიპარიშვილი – თეთრიწყაროს რაოინული;

16. მამუკა წიკლაური – თელავის რაიონული.

 

გუშინ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას “გადაჭარბებულს” უწოდებს და საელჩოებს “ვენის კონვენციის პატივისცემისკენ” მიუთითებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები