spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახო სანაია – არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება!

დღეს,11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი გაიმართება, სადაც შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს.  

 

როგორც სანაია Facebook-ზე წერს, პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ჟურნალისტები შეიკრიბებიან.

“დღეს (პარასკევს) 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემზე, ჩემს ოჯახზე თავდამსხმელთა სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება.

 

ყველა ლოგიკით, განაჩენი ივლისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხდება აგვისტომდე მოიყვანა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ივლისში ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფონზე ვერ გამოუშვებდნენ დაკავებულებს.

 

არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხელისუფლებავ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება!

 

ამიტომ ვიკრიბებით დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან. ამ საქმეს არ მივიჩნევ მხოლოდ ჩემზე თავდასხმად. სწორედ ასეთ ფაქტების გამო დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე და ლექსოს მკვლელობამდე.

 

11:00 საათიდან ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან.

 

ჩემს ფრენდებს და ყველას გთხოვთ, შემოგვიერთდეთ. თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია.

 

არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების საშუალება!

 

დღესვე დავდებ მასალას, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება მოთხრობილი, რა მოხდა თავდასხმის ღამით”, – წერს სანაია.

 

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს დაესხნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები