spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – ახალ შვეულმფრენებს სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება შეუძლიათ

შინაგან საქმეთა მინისტრობის  კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების ფარგლებში, შეისყიდა და უკვე
სარგებლობს  სამი ახალი შვეულმფრენით.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შვეულმფრენები  მრავალფუნქციურია და
ისინი სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო
აღჭურვილობით.

„გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  უკვე
შეისყიდა და სარგებლობს  „H 145“-ის სამი ბორტით, შვეულმფრენები არის
მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და
სამაშველო ფუნქციების შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან
ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით“, – განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა პარლამენტში,  მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში,
მოხსენებით წარდგენისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები