spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – აქტიურად ვმუშაობთ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა

პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის  შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური  საშუალებების განახლება და ცალკეული  საექსპერტო მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები