მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მართლა დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ, ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამართალდამცველების შეურაცხყოფა არის ძალიან ცუდი შემთხვევა და მიუღებელია.
“მე მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. დგანან იქ და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილი და „კეტჩუპებს“ ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი, რა დავარქვა ამ საქციელს. ეს არის ყოვლად არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება. ამას არ ვაპატიებთ არასდროს“, – განაცხადა გომელაურმა.