spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – კარგი იქნება მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მიერ სუს-ის უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გავრცელებულ დოკუმენტებს ეხმაურება. 

 

“ვის აბარებს სუსი ანგარიშს, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. ეგეთი დოკუმენტი მილიონობით შემიძლია გავაკეთო და გამოვდო. როგორ უნდა დავადასტურო, რომ ნამდვილია? 

 

შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელია”, – აცხადებს გომელაური.

 

ჟურნალისტის კითხვას, თავად თუა მოსმენის სუბიექტი, გომელაური ასე პასუხობს: “კარგი იქნება მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ”.

 

გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები