spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო და მადლობა მინდა გითხრათ ყველას

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა დაასრულა. ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

 

სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და სამინისტროს თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

დასკვნით სიტყვაში, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა.

 

“დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო, ძვირფასო ოპოზიცია. ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო და მადლობა მინდა გითხრათ ყველას. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, მათ ოჯახებს, მე ვიცი რა არის იყო და გყავდეს ოჯახის წევრი პოლიციელი. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, –  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები