spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შესაბამის ბრძანებაში უკვე განხორციელდა საჭირო ცვლილებები.

 

“აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, უფრო მეტ მსხვერპლს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ძალადობისგან დაცვის ისეთი ეფექტიანი საშუალებით, როგორიც არის ელექტრონული ზედამხედველობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საშუალებით სარგებლობისთვის აუცილებელია თავად მსხვერპლის თანამშრომლობა პოლიციასთან და მისი თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 მაისიდან შევა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები