მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირი უკვე დაკავებულია და ის კახეთის მკვიდრია.
“ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, როგორც ჩემთვის ცნობილია, კახეთიდან არის. დავაკავეთ, მადლობა ყველას, ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა.
დავაკავეთ, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია. თანხებს ითხოვდა, სხვადასხვა თანხებს ითხოვდა, ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს, ხან 300 ათასს. არანაირი მოთხვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა“, – განაცხადა გომელაურმა.