spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგა.

 

შსს-ს ინფორმაციით, გომელაურმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 

ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები