თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე, ოჯახებითაც დავახლოვდით, სამწუხაროდ, ახლა ის აცხადებს, რომ თურმე 3 წელი აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, ჩვენს გუნდზე, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სოსო გოგაშვილზე საუბრისას გაანცხადა.
“სოსო გოგაშვილი რომ გავიცანი 2013 წელი იყო. იყო გენ.ინსპექციაში რიგით თანამდებობაზე, მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი. ვთხოვე მას და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს ჩემი პირველი მოადგილე გახდა.
თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. იყო ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა ის სამწუხაროდ აცხადებს, რომ თურმე 3 წელი აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, გუნდზე.
მე არავის არ ვაყვედრი არაფერს. რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა. მერე გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის ღმერთმა მისცეს. კარგად იყოს. არანაირი ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. რა მოხდა, სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და მისმა ქმედებებმა კი ვხედავთ და კიდევ ვწუხვარ მე. არ მინდა არავისთვის, მითუმეტეს მისი ოჯახისთვის ცუდი”, – განაცხადა გომელაურმა.