spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაურმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა.

 

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის უფროსი სარა რუპერტი.

 

ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები