შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის წევრებთან და მოადგილესთან ერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.