spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია, შეიქმნას ძლიერი, გაერთიანებული ევროპული ბლოკი, რომელიც გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს

რთულია პროგნოზირება, როგორ წარიმართება ხვალინდელი საუბარი, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ტრამპისა და პუტინის ურთიერთობა საკმაოდ არაპროგნოზირებადია, – ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპისა და სხვა რეგიონული სახელმწიფოების კონსოლიდაცია უფრო მასშტაბურ ფორმას იღებს.

“ეს ძალიან საინტერესო მომენტია, თუმცა რთულია პროგნოზირება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ტრამპისა და პუტინის ურთიერთობა საკმაოდ არაპროგნოზირებადია. თუმცა, ერთი რამ ნათელია – ამჯერად საქმე შემდეგშია: უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა უკვე გამოხატა, თუმცა რუსეთი ფეხს ითრევს, რაც თვალნათლივ ჩანს. რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები სრულიად ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალები არ უნდა განთავსდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. ამასთან, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ მაშინ შევლენ, როცა რეგიონში მშვიდობა დამყარდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ეს ფაქტორი უშლის რუსეთს ხელს, გააგრძელოს თავისი აგრესიული პოლიტიკა – ეს სრულიად ნათელია.

ამერიკის მოწინააღმდეგე ძალებს შორის ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათ მხარი დაუჭირეს რუსეთს და ფაქტობრივად, ომობენ მის მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ პარალელურად ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეს გარკვეულწილად რუსეთის მიმართ პოზიციის დათმობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ამავე დროს, ევროპისა და სხვა რეგიონული სახელმწიფოების კონსოლიდაცია უფრო მასშტაბურ ფორმას იღებს. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, შეიქმნას ძლიერი, გაერთიანებული ევროპული ბლოკი, რომელიც არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ასევე, ყურადღების მიქცევა ღირს თურქეთის მზარდ აქტივობაზე. აღსანიშნავია, რომ მედვედევის მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი ცუდი განცხადება თურქეთის მისამართით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას.

სწორი დიპლომატიური მიდგომის შემთხვევაში, თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მიმდინარე სიტუაციის დარეგულირებაში.

თუ ყველა საჭირო ნაბიჯი გონივრულად გადაიდგმება და ამის ტენდენციაც უკვე შეინიშნება, რეალურ პერსპექტივად შეიძლება იქცეს ამერიკის გარკვეულწილად ჩანაცვლება ახალი გლობალური ძალებით”, – განაცხადა კაპანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები