spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ მეგრელიშვილი – ამ ეტაპზე არ ვაპირებთ მერობის კანდიდატების დაყენებას, არც გვყავს შესაფერისი კადრები

ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაპირებთ მერობის კანდიდატების დაყენებას, რადგან არც გვყავს შესაფერისი კადრები, მთავარი ამოცანა ახლა არის პროპორციული სიების დაკომპლექტება, – ამის შესახებ “გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

 

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, პროპორციული არჩევნების ნაწილი იყოს წესრიგში.

 

“ამისთვის საჭიროა, ფაქტიურად 61 მუნიციპალიტეტში გქონდეს სიები, რომელიც არის 1 500 კაცი. ეს არის ჩემი აზრით, ძალიან ბევრი პარტიისთვის სერიოზული დაბრკოლება, მაგრამ ჩვენ დაკავებული ვართ,  რათა ფაქტობრივად ყველგან გვყავდეს წარმომადგენელი, ისეთი, რომელსაც რეალურად ექნება გასვლის შანსი და ჩვენთვის ეს არჩევნები არის, რომ ყველა საკრებულოში კაბინეტი გავხსნათ, ისევე, როგრც გვაქვს პარლამენტში, ისევე, როგორც გვაქვს ცესკო-ში. შემდგომი პრიორიტეტი უკვე შეიძლება იყოს მაჟორიტარული კანდიდატები. ჩვენ არ ვაპირებთ მერობის კანდიდატების დაყენებას ამ ეტაპზე, რადგან არც გვყავს შესაფერისი კადრები, მაგრამ მთავარი ამოცანა ახლა არის პროპორციული სიების დაკომპლექტება. კანდიდატების შერჩევა დაწყებული გვაქვს, ეს ხდება საჯაროდ ზუმის მეშვეობით, რომელიც ლაივსტრიმით გადაიცემა ჩვენს ფეისბუქფეიჯზე. ჩვენ შევარჩიეთ კანდიდატი წალკასა და თბილისში. თბილისში გვქონდა წარდგენა, ახლა პრაიმერისი გვექნება თბილისში, რომ ადგილების თანმიმდევრობა განვსაზღვროთ. დაგვაკვირდით და თქვენ ნახავთ თითოეული კანდიდატის შერჩევას მთელს საქართველოში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები