spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ მეგრელიშვილი – მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე ბევრად მეტად, რომელიც ციხეში ლეგალურ მცენარეზე ზის, ვიდრე სააკაშვილზე

84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, ამ 84 ადამიანზე ბევრად მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე, – ამის შესახებ პარტია “გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობით დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით იგდებს თავს საფრთხეში.

 

“თავისი ნებით მძიმე მდგომარეობაში იგდებს ეს ადამიანი თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შეიძლება, მე სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ ხომ არ მომეთხოვება ამ ადამიანზე ვინერვიულო? მომეთხოვება? მაინტერესებს. 80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველდღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ. 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე. მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე ბევრად მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები