უნდა შეწყვეტილიყო სხდომა და განახლებულიყო მას შემდეგ, რაც დავა დასრულდებოდა. ეს ცალსახად და მკაფიოდ წერია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება არის გასაჩივრებული და პარლამენტს არ შეეძლო, კენჭისყრა ჩაეტარებინა ამ სიაზე.
“პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება არის გასაჩივრებული და პარლამენტს არ შეეძლო, კენჭისყრა ჩაეტარებინა ამ სიაზე. სიაში ამ დეპუტატების სახელს და გვარებს ის ვერ შეიყვანდა, რომ მიჰყოლოდა რეგლამენტის დებულებებს.
უნდა შეწყვეტილიყო სხდომა და განახლებულიყო მას შემდეგ, რაც დავა დასრულდებოდა. ეს ცალსახად და მკაფიოდ წერია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და საქართველოს კონსტიტუციაში”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.