spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახუშტი მენაბდე – მოქალაქეთა პროტესტი, ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია

მოქალაქეთა პროტესტი, ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რადგან ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები არის მანიპულირებული, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაყალბებულ არჩევნებს ვერ ხედავს სასამართლო და ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუმცა ხედავს ქართველი საზოგადოება.

“მოქალაქეთა პროტესტი, ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რადგან ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები არის მანიპულირებული. დარღვეულია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. სამწუხაროდ, ამას ვერ ხედავს სასამართლო, ამას ვერ ხედავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ სამაგიეროდ ვხედავთ ჩვენ, მოქალაქეები და სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ, რუსთაველზე და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

თსუსთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც წუხელ დაიწყო. ოპოზიციის ლიდერების თქმით, პროტესტი 24-საათიანი იქნება, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას 19:00 საათზე გააცნობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები