ეს ინიციატივა არის მათი სტრატეგიის ნაწილი. ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, უნდათ, რომ გამოაცხადონ ქვეყნის მოღალატედ, – ამის შესახებ “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წევრმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მენაბდე დარწმუნებულია, რომ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს საზოგადოება სწორად შეაფასებს.
“ეს ინიციატივა არის მათი სტრატეგიის ნაწილი. ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ვინც კრიტიკულია რეჟიმის მიმართ უნდათ, რომ გამოაცხადონ ქვეყნის მოღალატედ, ქვეყნის მტრად და ამას ახლა სამართლებრივად აფორმებენ კიდევაც. ეს ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნანახი, რომ ასე აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა, კერძოდ, დაემატება სამშობლოს ღალატის მუხლი.