spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაკის პარკის შადრევანში დაშავებულ მოზარდს კლინიკიდან დღეს გაწერენ

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ მოზარდს კლინიკიდან დღეს გაწერენ.

 

“ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ციბაძის თქმით, 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

“საბედნიეროდ, ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე ამბოლატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად, დღეს ვგეგმავთ”, – განაცხადა დავით ციბაძემ.

 

13 ოქტომბერს სამ მოზარდს ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, მათგან ერთი – 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გუშინ დაკრძალეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები