შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხია, იდენტიფიცირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ძალადობრივი და პრორუსული “ალტ-ინფოს” წევრია.
ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.