თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.