spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვალერი ჩეჩელაშვილი – ანგარიშში არის მოცემული ის რეალობა, რომელზეც დიდი ხანია, სახელმწიფო დეპარტამენტი ლაპარაკობს

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოცემული ის რეალობა, რომელზეც დიდი ხანია, სახელმწიფო დეპარტამენტი ლაპარაკობს, ეს არ არის ახალი რამ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

 

“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოცემული ის რეალობა, რომელზეც დიდი ხანია, სახელმწიფო დეპარტამენტი ლაპარაკობს, ეს არ არის ახალი რამ. აქ მითითებულია სისტემურ პრობლემებზე, რომელიც, სამწუხაროდ, არის დღეს ჩვენთან – ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ხარისხი. ამ ანგარიშის სხვა ნაწილებში, რომელიც ეხება საქართველოს ფინანსურ გარემოს, იქაც არის აღნიშნული, რომ მთავარი სისუსტე ამ შემთხვევაშიც არის დაბალი ნდობა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია სასამართლო სექტორზე. ანგარიშის მიხედვით, სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ მუდმივი უნდობლობა არსებობს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები