ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბოლო 30 დღის განმავლობაში რაღაც მოხდა, რამაც აავსო ამერიკელების მოთმინების ფიალა. სხვათა შორის, ამ მოთმინებას ბატონი ირაკლი კობახიძე და მთავრობა ძალიან დიდი ხანი ცდიდა, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო, ცუდი წერტილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა იყო.
“ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბოლო 30 დღის განმავლობაში რაღაც მოხდა, რამაც აავსო ამერიკელების მოთმინების ფიალა. სხვათა შორის, ამ მოთმინებას ბატონი ირაკლი კობახიძე და მთავრობა ძალიან დიდი ხანი ცდიდა. ბოლო წერტილი იყო ის უხეში დიპლომატიური შეცდომა, რომელიც დაიშვა ბატონი ირაკლისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრის დროს.
დაუყოვნებლივ მიიღონ რაიმე გადაწყვეტილებები და დასკვნები გამოიტანონ თუ არა და უფრო უარესი პრობლემების წინაშე დადგებიან”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.