spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვალერი ჩეჩელაშვილი – შემდგომი განხილვების დროს ეს სამი ქვეყანა და კიდევ სხვები იქნებიან კიდევ უფრო პრინციპულები და მკაცრები

პრეზიდენტმა პოლიტიკური გზავნილებით გაჟღენთილი სიტყვით მიმართა ევროპარლამენტარებს. ძალიან მომეწონა გარკვეული კრიტიკითაც, რასაც იმსახურებს ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გამოსვლისას  დადასტურდა ისიც, რომ ზურაბიშვილი  არის საქართველოს პრეზიდენტი და ასე აღიქვამს ევროპაც მას.

“რეაქციამ ამ სამი ქვეყნიდან – ესპანეთი, იტალია, რუმინეთის განცხადებებმა არ დააყოვნა. ეს იყო არადიპლომატიური, მყისიერი და ხისტი იმიტომ, რომ როგორც ჩანს, დიპლომატიური ენა “ქართულ ოცნებას” აღარ ესმის, ან თავს იკატუნებს, რომ არ ესმის და ამას იყენებს იმისათვის, რომ საკუთარი პოზიციები გაამყაროს, ამიტომ იყო ძალიან პირდაპირი გზავნილი, რომ ეს ასე არ იყო, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება იყო ტყუილი. ასევე, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ პროცესებს. შემდგომი განხილვების დროს ეს სამი ქვეყანა და კიდევ სხვები იქნებიან კიდევ უფრო პრინციპულები და მკაცრები.

ვფიქრობ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან კარგი ენით, პოლიტიკური გზავნილებით გაჟღენთილი სიტყვით მიმართა ევროპარლამენტარებს. ჩემთვის, რომ ეკითხათ, რას დაუმატებდიო, არაფერს დავუმატებდი. ძალიან მომეწონა გარკვეული კრიტიკითაც, რასაც იმსახურებს ევროპა. ასევე, დადასტურდა ისიც, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და ასე აღიქვამს ევროპაც მას.

სალომე ზურაბიშვილის ავტორიტეტი რომ შევადაროთ მთლიანად “ქართული ოცნების” ავტორიტეტს, შეუდარებელი იქნება”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები